,,არჩევნების შუა კვირაში ჩატარება ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ალბათ გაურთულებს”

სალომე ზურაბიშვილი - არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ

არჩევნების შუა კვირაში ჩატარება, ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, – ასე აფასებს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების მეორე ტურის შესაძლო სამუშაო დღეს დანიშვნას.

„ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს არის ცესკო-ზე დამოკიდებული. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ ეს ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მე პირადად, ძალიან ბევრი ვიმუშავე ამ დღეებში, რომ დავუკავშირდე დიასპორებს და გავაგებინო. რამდენი ხანია მე ამ ორმაგ მოქალაქეობაზე ვმუშაობ და ვთვლი, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური. ამიტომ, ვწუხვარ თუ ეს ასე იყო და გაუძნელდათ მათ არჩევნებში მონაწილეობა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის
შემდეგი სტატიასენაკში სოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა