“არჩევნების შემდეგ სერიოზულ პრობლემებს არ გამოვრიცხავ”

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ
“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, როდესაც არჩევნები გამოცხადებულია, დიდი ალბათობით, პროცესები საარჩევნო კამპანიის პროცესში გადავა.

 

ბურჯანაძის განმარტებით, პოლიტიკურმა ძალებმა გარკვეული შეცდომა დაუშვეს და დრო დაიკარგა.
“”დემოკრატიული მოძრაობა“ რადიკალურად ითხოვდა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას, თუმცა ერთიანი ფრონტით ხელისუფლებაზე შეტევის განხორციელება ვერ მოხერხდა. ხელისუფლებამ მოახერხა და ყველაფერი დატოვა ისე, როგორც მას აწყობს. მე არ გამოვრიცხავ სერიოზულ პრობლემებს არჩევნების შემდეგ, რადგანაც ჩანს ყველა ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების სერიოზულ მანიპულაციას აპირებს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, როდესაც არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ვხედავთ, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, თუმცა საუბრობს საკონსტიტუციო უმრავლესობაზე და აცხადებს, ყველა რაიონში მაჟორიტარს მოიგებს, ეს საგანგაშოა.
“ურეიტინგო ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები საკონსტიტუციო უმრავლესობის თაობაზე, იმის თაობაზე, რომ ყველა რაიონში გაიყვანს მაჟორიტარებს, ყველას, ვინც პოლიტიკაში ერკვევა, გვაძლევს ძალიან საგანგაშო სიგნალს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება აპირებს ნებისმიერ ფასად საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. რა ხდება ხოლმე როდესაც ხელისუფლება ნებისმიერ ფასად არჩევნებში წერს ისეთ შედეგს, რაც თვითონ აწყობს, ეს ჩვენ გვახსოვს და მე აღარ მინდა, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში განმეორდეს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
banner
წინა სტატიაში“განვაგრძობთ საქართველოსთან მხარდამხარ მუშაობას, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები”
შემდეგი სტატიატექნიკურ უნივერსიტეტში მოშიმშილე ლექტორებთან სახალხო დამცველი მივიდა