არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დღის წესრიგიდან გაქრება – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინული დელეგაციის ნაწილის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები, ყველა ქვეყანაში ხდება და ამაზე კითხვებს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შიმშილობის 28-ე დღეს, ამასთან დაკავშირებით მას კვლავ ცინიკური დამოკიდებულება აქვს. კობახიძე ირწმუნება, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მესამე პრეზიდენტი დღის წესრიგიდან “გაქრება”.

“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკას, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრამდე გვექნება რაღაც პატარა შოუ, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, სააკაშვილის საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არცერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, უფრო მეტიც, ის არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი”, – თქვა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო-უკრაინას შორის უხერხულობას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ქმნიდა და მისი დაპატიმრების შემდეგ ორივე ქვეყანამ “დაისვენა”.

“ერთადერთი რაც ქმნიდა უხერხულობებს ამ ორი მეგობრული სახელმწიფოს ურთიერთობებში ეს იყო სააკშვილის ფაქტორი და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ. პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ, აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სააკაშვილის დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ი – ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა
შემდეგი სტატიამოიგე ბინა აპექს ლისის პროექტში – გზავნილების გათამაშება საქართველოს ბანკისგან