არჩევნების შემდეგ დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოზე, პროკურატურაზე, მედიაზე და მთლიანად ქვეყანაზე – უგულავა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 13, 2019 13:53

არჩევნების შემდეგ დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოზე, პროკურატურაზე, მედიაზე და მთლიანად ქვეყანაზე – უგულავა

არჩევნების შემდეგ დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოზე, პროკურატურაზე, მედიაზე და მთლიანად ქვეყანაზე – ასე ეხმაურება გიგი უგულავა “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” მიერ მოწოდებას, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად კოალიციაში არ შევლენ.

„ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ისე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში არ დატოვოს ქაოსი. ამ მიზნით, ჩვენ გვინდა, ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნოდ ინიციატივა შევთავაზოთ და ჩვენი საზოგადოების წინაშე მკაფიოდ განვაცხადოთ, არჩევნების შემდეგ ივანიშვილის ,,ოცნებას” არ შევუქმნით მთავრობას. არჩევნების შემდეგ დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოზე, პროკურატურაზე, მედიაზე და მთლიანად ქვეყანაზე.

მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში. ეს იქნება ფუნდამენტური ერთობა, რომლითაც, ერთი მხრივ, ჩვენ მივაღწევთ ივანიშვილის ჩამოშორებას“, – აცხადებს უგულავა.

მისი თქმით, “ევროპული საქართველო” მზად არის კონსულტაცია გაუწიოს კოლეგებს და თუ საჭიროება მოითხოვს, მემორანდუმის ტექსტსაც შეიმუშავებ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 13, 2019 13:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,402
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics