15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება

არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება.

შესაბამისი ინიციატივა პარლამენტს ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა.

“საარჩევნო კოდექსში” შემავალი ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღის, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, არაუმეტეს ხუთი საარჩევნო უბნის გამოვლენისა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს, საოლქო კომისიების ნაცვლად, ცესკო შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც თავად გამოსცემს.

ასევე, ახალარჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრების, მერების უფლებამოსილებების დაწყების ვადა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღე იქნება.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთი მიგრანტებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების ვადებს ცვლის
შემდეგი სტატიააშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება