არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის არჩევნების პირველადი შედეგების გასაჯაროების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “დღეს კარგი დღეა ევროპის სახალხო პარტიისთვის”.

ბოლო ცნობებით, EPP აპირებს დაიკავოს 189 ადგილი ევროპარლამენტში.

“ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები” – თქვა ლაიენმა და განაცხადა, რომ ამ არჩევნებმა “მოგვცა ორი გზავნილი”:

“პირველი, უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ, ისიც მართალია, რომ ულტრამემარცხენეებმა და ულტრამემარჯვენეებმა მოიპოვეს მხარდაჭერა, ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განვსხვავდებოდეთ ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ჩვენ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ჩვენ ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, – თქვა ლაიენმა.

ლაიენმა ასევე თქვა, რომ მას სურს გააგრძელოს მუშაობა “მათთან, ვინც არის პროევროპული, პრო-უკრაინული, კანონის უზენაესობის მომხრე”. მისივე განცხადებით, “არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს”.

ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტია და სურს მეორე ვადით დაიკავოს პოსტი აღნიშნა, რომ:

“ძალები გარედან და შიგნიდან ცდილობენ ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციას და ევროპის დასუსტებას. ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ამას”.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა