,,არჩევნების საკითხზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები ალბათ გაიმართება”

news
ავტ.: news მაისი 5, 2016 16:21

,,არჩევნების საკითხზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები ალბათ გაიმართება”

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემის საკითხზე, რაზეც ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ”ალბათ გაიმართება”. ფიქრია ჩიხრაძე გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კრიზისის ნიშანი შეიძლება გაჩნდეს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს სამუშაო თემაა.

„მნიშვნელოვანია ორი რამ: ერთი, რომ ვიცოდეთ არჩევნების თარიღი და მეორე, დროულად ჩამოყალიბდეს საარჩევნო წესები“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არჩევნების თარიღთან ერთად ისაუბრებენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის განხილული იქნება გერმანული მოდელი, რომელიც ოპოზიციამ მმართველ უმრავლესობას შესთავაზა.

news
ავტ.: news მაისი 5, 2016 16:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,372
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics