არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

ესენია – ქართული ოცნება, რომელმაც მიიღო ამომრჩეველთა 48.68 % და ამ მონაცემებით 44 მანდატი აქვს, ნაციონალურ მოძრაობას მხარი დაუჭირა 27.11-მა %-მა და მას 27 მანდატი აქვს ამ ეტაპზე.

პარლამენტში შედის პატრიოტთა ალიანსიც 5.01 %-ით და 6 მანდატით.

რაც შეეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს, 50 %-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი ქართული ოცნების წარდგენილია და მმართველ გუნდს ამ ეტაპზე, ეეთიანობაში 67 მანდატი აქვს.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა ნატანებში – 77 წლის ქალბატონს დაქირავებული მუშები დაესხნენ თავს
შემდეგი სტატიასამხედროები მოიქცნენ წესდების შესაბამისად – დავით სერგეენკო “კრწანისის” ინციდენტზე