არჩევნების საბოლოო შედეგები და მანდატების გადანაწილება

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 16-ში, მათ შორის თბილისის რვავე ოლქში, მეორე ტური გაიმართება.

ცესკოს პროპორციული სიის შედეგების მიხედვით:

  • “ქართული ოცნება” – 48,15% – 61 დეპუტატი;
  • “ენმ-ძალა ერთობაშია” – 27,14% – 34 დეპუტატი;
  • “ევროპული საქართველო” – 3,78% – 4 დეპუტატი;
  • “ლელო” – 3,15% – 4 დეპუტატი;
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3,15%; – 4 დეპუტატი;
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3,14% – 4 დეპუტატი;
  • “გირჩი” – 2,89% – 3 დეპუტატი;
  • “მოქალაქეები” – 1.33% – 1 დეპუტატი;
  • “ლეიბორისტული პარტია” 1% – 1 დეპუტატი.

აქვე, გეტყვით, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი, უკვე უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ამ საკითხის ირგვლივ, დღეს მოლაპარაკებებიც გაიმართება.

შედეგების გასაპროტესტებლად კი, ოპოზიციამ თბილისის პარლამენტის წინ გუშინ, 1 ნოემბერს აქცია გამართა და თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჭედლიშვილი – უკრაინაში გაზი გაძვირდა, სადაც თავის გაზიც აქვთ და ნავთობიც, ჩვენ კი არცერთი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ ზამთარსაც დაასუბსიდირებს კომუნალურ გადასახადებს
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი : ეს არის დიპლომატიური კორპუსის განცხადება, რომელშიც ვერანაირად ვერ იქნება მოწოდება არჩევნების ჩაშლისკენ