არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა

პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა. მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში 3 დღეში გახდება ცნობილი. სასამართლოს შემჭიდროებული 30 დღიანი ვადა აქვს განხილვის დასაწყებად.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ორი კონსტიტუციური პრინციპის – ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევას ასაჩივრებს. საუბარია, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე.

banner
წინა სტატიაშითეონა აქუბარდია: ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება – ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ წინააღმდეგობა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ოთხი პარტიის მიერ ევროკავშირისთვის გაგზავნილ წერილზე: ეს არის მოღალატეობრივი ქმედება