არჩევნების მეორე ტურზე ამ დროისთვის 87 საჩივარი დაფიქსირდა

ცესკოს გასაჯაროებული მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურზე 17 საათისთვის ხმა მისცა 767 ათას 907-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 30,99%-ია.

ცესკოში აღნიშნეს, რომ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთის 47-ე მაჟორიტარულ ოლქში, ახალციხე-ადიგენის ოლქსა და ლანჩხუთ-ჩოხატაურის 50-ე ოლქში დაფიქსირდა, ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა კი გორის 41-ე და თბილისში, ისნის მე-9 ოლქში იყო.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის, თქმით, ცესკოში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში ვებგვერდზე წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება.

ცესკოში აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში 87 საჩივარი შევიდა, გარკველი რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიებშია დაწერილი, შესაბამისად, მათი შინაარსი არის იდენტური. ანა მიქელაძის თქმით, ძირითადად საჩივრები პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება.

ცესკოში განმარტეს, რომ მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მარკირებიანი ამომრჩევლების მისვლა იწვევს ეჭვს ორგანიზებული მცდელობის შთაბეჭდილებას.

მარნეულში გადასატან ყუთიდან დაკავშირებული პრობლემა დაფიქსირდა, ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული, სადაც სამ ბიულეტენი უკვე იყო მოთავსებული, ის სავარაუდოდ, გაბათილდება.

ამასთან ერთად, მთაწმინდის მე-20 უბანზე გადასატანი ყუთის გატაცებას ცესკო არ ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: ”ნაციონალური მოძრაობა” შეგუებულია წაგებას და ახლა ჭორების აგორებით ცდილობს პროცესის დისკრედიტაციას
შემდეგი სტატიამარნეულის ოლქში, ორ საარჩევნო უბანზე ბიულეტენები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი