არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 37,5% იყო – ხმა 929 265 ამომრჩეველმა მისცა

ცესკოს ბოლო მონაცემებით, კენჭისყრის პროცესი დასრულდა და ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა დროულად, – ამის შესახებ განცხადება ცეკსოში სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთდა.

„წინასწარი მონაცემებით, აქტივობამ 37,5% შეადგინა, რაც 929 265 ამომრჩეველია,“ – ამის შესახებ განცხადება ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ, გააკეთა.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, მეორე ტურის წინასწარი შედეგები ეტაპობრივად დაიდება.

banner
წინა სტატიაში(video) მარკირება გავლილი ამომრჩეველები მთაწმინდის მეორე საარჩევნო უბანზე
შემდეგი სტატიაპირველადი მონაცემებით, ლაგოდეხი-ყვარლის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს