“არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების” დღის წესრიგში კონკრეტული მოწოდება არ დგას”

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების” დღის წესრიგში კონკრეტული მოწოდება არ დგას, ჩვენ თავისუფალ არჩევანს ვუტოვებთ ჩვენს ამომრჩეველს,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, პარტიის ერთადერთი მოწოდება ჭიათურაში „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის თემურ გაფრინდაშვილის მხარდაჭერაა.

„ჩვენს ამომარჩეველს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული განწყობა აქვს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” მიმართ, ამიტომ ერთადერთი მოწოდება, რასაც ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” ვაკეთებთ, ეს არის ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილის მხარდაჭერა“, -აღნიშნა კეკენაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურა არის ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი, სადაც მეორე ტურში ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

banner
წინა სტატიაშიკახა შარტავა: ჩვენ ამომრჩევლის აზრზე და მათ ხმებზე, გავლენას არ მოვახდენთ
შემდეგი სტატიაBBC: პუტინი – აშშ საერთაშორისო ნორმებს არღვევს, მაგრამ ჩვენ კონფრონტაცია არ გვინდა