“არჩევნების მეორე ტურში ხალხს ლამის დავუჩოქეთ და მერე “შევტენეთ” ჩინჩალაძე” – გედევან ფოფხაძე

არჩევნების მეორე ტურში ხალხს ლამის დავუჩოქეთ და მერე „შევტენეთ“ ჩინჩალაძე და ეს სია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველა მათგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია.

„არჩევნების მეორე ტურში ჩვენ ხალხს ვთხოვეთ ნდობის ძალიან დიდი მანდატი, ლამის დავუჩოქეთ და ვუთხარით, რომ გვაპატიეთ ხალხო რაც შეგვეშალა, იცოდეთ, რომ ახლა ამ ყველაფერს წერტილი ესმება. ამის მერე ხალხს ჩინჩალაძე და ეს სია შევტენეთ. მგონია, რომ აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველასია. გედი ფოფხაძეს გამოიწვევ თუ არ გამოიწვევ, ვის ჩააბარებ იურიდიულ კომიტეტს, ეკა ბესელიასთან როგორ მოიქცევი – ეს კიდევ პოლიტიკური ნიუანსებია, რომელიც მეორე პლანზე შეიძლება იყოს გადასატანი. მთავარი არის ქართული მართმსაჯულება არ ჩაუვარდეთ უღირს ადამიანებს ხელში“, – განაცხადა ფოფხაძემ.

 

 

https://youtu.be/9VXQyZdBfG0

 

 

banner
წინა სტატიაშიApple-ი პოზიციებს კარგავს, აქციები უფასურდება
შემდეგი სტატიაერფურტის ზოოპარკში მარტორქა დაიბადა