არჩევნების მეორე ტურისთვის გამოყოფილი თანხის გამოყენების წესის განსაზღვრა – ცესკო-მ დადგენილება მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურისთვის გამოყოფილი თანხის, ათ მილიონ ნახევარზე მეტის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება მიიღო.

პარალელურად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგს განაგრძობს.

კომისია მაუწყებლებს მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს მათ, იხელმძღვანელონ საარჩევნო კოდექსით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით და შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ მოთხოვნილია დაახლოებით 10 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც მოხმარდება მეორე ტურის არჩევნების ჩატარებას და ორგანიზებას,“ – აღნიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მილიონ 800 ათასი ლარი შესწირეს
შემდეგი სტატია„არჩევნების შემდეგ მაინც არ ვიქნებით“, – მაია ცქიტიშვილი გუდაურის ტენდერში წაგებულ კომპანიას გამარჯვებულად აცხადებს?!