არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინცორმაციით, არჩევნების მეორე ტურის თარიღი, არა უგვიანეს 27 ოქტომბრისა გახდება ცნობილი.
კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურს ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას ნიშნავს.
“შეჯამებისთვის ბოლო ვადა 27 ოქტომბერია. ვინაიდან არჩევნების მეორე ტური კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 25-ე დღისა უნდა გაიმართოს, ბოლო ვადა 2 ნოემბერია. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მეორე ტურის თარიღი ცნობილი არ არის, რადგან კანონმდებლობის თანახმად, ახლა საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს”, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში ყრილობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ახალი საქართველო” და “გირჩი” მოუწოდებს ამომრჩეველს, ხმა არ მისცენ “ქართულ ოცნებას”