არჩევნების მეორე ტური აუცილებლად უნდა გაიმართოს – ხატიაშვილი

ადვოკატთა ასოცაიციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური აუცილებლად უნდა გაიმართოს.

“იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება, ორი კვირის განმავლობაში მეორე ტური გაიმართება. კერძოდ, 23 დეკემბრის ჩათვლით ადვოკატთა ასოციაცია ვალდებული იქნება საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური ჩაატაროს. ჯერჯერობით ხმის დათვლა ძალიან ცუდია. ხმების დათვლა მიმდინარეობს და როცა საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს არჩევნების შედეგებს, აღმასრულებელი საბჭო მიიღებს გადაწყვეყილებას, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნების მეორე ტური. მე პირადად მგონია, რომ ადვოკატთა კორპუსის ერთიანობიდან და კოლეგიალობიდან გამომდინარე, არჩევნების მეორე ტური აუცილებლად უნდა გაიმართოს”, – განაცხდა ზაზა ხატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„შეუძლებელია, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი“ – ირაკლი სესიაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია