არჩევნების მეორე დღეს თბილისის შვიდი საბავშვო ბაღი არ იმუშავებს

რჩევნების მეორე დღეს, ორშაბათს, 20 მაისს თბილისში შვიდი საბავშვო ბაგა-ბაღი არ იმუშავებს. როგორც დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, მიზეზი სანიტარულ-სადეზინფენქციო სამუშაოების ჩატარებაა.

აღნიშნული სამუშაოები იმ ბაღებში ჩატარდება, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული. ეს ბაღებია: 144-ე, 150-ე, 155-ე, მე-3, 170-ე, 152-ე და 172-ე საბავშვო ბაღები.

სააღმზრდელო პროცესი აღნიშნულ ბაღებში 21 მაისიდან აღდგება.

სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სწავლის პროცესი არ შეფერხდება.

banner
წინა სტატიაშიცესკო 19 მაისის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
შემდეგი სტატია“რა დღეში ხართ ვერ გავიგე?” – ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს