19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

“არჩევნების იმედი ოქსიმორონია, ცხელი თოვლივით…”- ბაჩო ახალაია მოქმედ ოპოზიციას აკრიტიკებს და მერაბ კოსტავას იხსენებს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაზე ისაუბრა. მან ე.წ. „არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლის“ იდეას ილუზია უწოდა და მოქმედი ოპოზიცია მკაცრად გააკრიტიკა.

ახალაიამ სიტყვით გამოსვლისას ისტორიული პარალელებიც გაავლო:

„ჩვენ ვცხოვრობთ ჩვეულებრივ დიქტატორულ ილუზიაში… თითქოს გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია. ნონსენსია. როგორ შეიძლება გვყავდეს ოკუპანტი დიქტატორი და ამავდროულად გვყავდეს პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის იმედიც შეიძლება გქონდეს, რომ ის მას არჩევნებში შეცვლის. აი, ოქსიმორონის ყველაზე კარგი მაგალითია ცხელი თოვლი. ზუსტად ეგ არის ოპოზიცია და ივანიშვილი.

ადამიანებს აშინებთ ხოლმე დამხობის ფრაზეოლოგია, მაგრამ არცერთი ტირანია არ დაუმხია მთელ ერს. შეგახსენებთ მერაბ კოსტავას შეფასებას — 3-დან 5000 კაცამდე მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აქციებში, მაქსიმუმ, საბჭოთა კავშირში. იმასაც შეგახსენებთ, რომ პირველი არჩევნები გამსახურდიას ჩატარებული 53%-იანი იყო, მეტი კი არა. ილუზიაა, რომ მთელი საქართველო ვიდექითო“, — აღნიშნა ახალაიამ.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
შემდეგი სტატია“დათქმულ ტერიტორიაზე არ დამხვდა”-სააკაშვილი გარემოცვიდან იმ პირზე ყვება, ვინც მისი ჩამოსვლის მონაცემები გასცა