არჩევნების გაყალბების გასული საუკუნის მეთოდები “ოცნების” ხელისუფლების პირობებში ისევ აქტუალური ხდება

არჩევნების გაყალბების გასული საუკუნის მეთოდები ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ისევ აქტუალური ხდება. ოპოზიციამ ე.წ. კარუსელის შემთხვევები არჩევნების პირველი ტურის დროს ათასზე მეტ უბანზე აღმოაჩინა.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, არსებობს ბიულეტენების დაკარგვის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რის გამოც არაერთი საჩივრით საარჩევნო კომისიას არასამთავროო სექტორმაც მიმართა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მეორე ტურისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რათა აღკვეთოს გაყალბების მცდელობები.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს მდივანი, გიორგი კანდელაკი, ამბობს, რომ მისმა პარტიამ არაერთი ფაქტი დააფიქსირა, როდესაც მმართველი პარტია ცდილობდა არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას.

ოპოზიციის კრიტიკას და ბრალდებებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი არ იზიარებს და არ გამორიცხავს, რომ გაყალბებისკენ „ნაციონალურ მოძრაობას წაუცდეს ხელი“.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა სამგორში – სიტყვიერი დაპირისპირება ტრაგიკული შედეგით დასრულდა
შემდეგი სტატია14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვი – დაახლოებით 12 საათია, სამართალდამცველები გორში მოზარდის ცხედარს ეძებენ