არჩევნების გაყალბების და ზეწოლის ფაქტის გასაჯაროებისთვის “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი 1000 ლარს გადაიხდის

არჩევნების გაყალბების და ზეწოლის ფაქტის გასაჯაროებისთვის “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი მზად არის 1000 ლარი გადაიხადოს. ნიკა გვარამიას თქმით, თანხა მოქალაქეს უკანონობის სატელევიზიო ეთერში დადასტურების შემთხვევაში გადაეცემა.

„ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას დაადასტურებს რაიმენაირი ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით, ნებისმიერ ფორმით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1000 ლარს “რუსთავი 2”-სგან “- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შენგელია : დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მხარდამჭერებს – თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, თუ როგორი ერთიანები და ღირსეულები ვართ