არჩევნების დროს „ოცნებამ“ გამოიყენა ყველა აკრძალული მეთოდი – ოპოზიცია აჭარაში გამოვლენილ დარღვევებსა და გაყალბების ფაქტებზე საუბრობს

აჭარის მუნიციპალიტეტში ხმების დათვლა თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მეორე ტურის გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილია.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 6 საარჩევნო ოლქში 105 ათას 133 ხმა მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა კი 75 ათას 738 ხმა.

ოპოზიცია აჭარის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებსა და გაყალბების ფაქტებზე საუბრობს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მოსაგებად ყველა ღონეს მიმართა.

„არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილმა და ზოგადად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ყველა აკრძალული მეთოდი, რაც არსებობს არჩევნებთან მიმართებაში, გახლავთ ეს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშანტაჟება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კრიმინალთან ალიანსი,“ – განაცხადა ქამადაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ აჭარაში არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა.

„აქ დამაჯერებელი გამარჯვება გვაქვს, აქ ორაზროვანი გამარჯვება არ არის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტი ძალიან სერიოზულად და ასე ვთქვათ, სხვა ფორმით შეუდგეს საქმიანობას,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების ფონზე, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი ამომრჩევლის აზრი და შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას” – თინა ბოკუჩავა
შემდეგი სტატიაამ წუთის მონაცემებით, 800 ათასმა ადამიანმა უარი განუცხადა ბიძინა ივანიშვილს- სერგო რატიანი