არჩევნების დროს ძალადობაზე და შანტაჟზე დასმულ შეკითხვას, თალაკვაძემ რუსთავი2-ის დადანაშაულებით უპასუხა

საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი შუალედური არჩევნები იყო. თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ განვითარებულინ პროცესები და შედეგები შეაჯამა:

„ჩვენ შევაჯამეთ შუალედური არჩევნების შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოების თითოეულ მოქალაქეს მონაწილეობისთვის და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ასეთი მაღალი ნდობა. ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო პროექტებთან და მიმართულებებზე და ასევე, მინდა გითხრათ რომ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ, ჩვენთვის კიდევ უფრო ძლიერია, ეს მოტივაცია, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ მიიღო თითოეულმა ჩვენმა თანაგუნდელმა, იქნება აუცილებლად ჩვენი მხრიდან გამოყენებული, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამომრჩეველზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით დასმული კითხვას არჩილ თალაკვაძემ მედიის დადანაშაულებით უპასუხა “რუსთავი2”-ს მედიასტანდარტის დარღვევაში დასდო ბრალი.

„ის, რაც გუშინ ჩვენ “რუსთავი 2”-ის მხრიდან ვიხილეთ, მე ვფიქრობ, ყოველგვარ მედია სტანდარტს სცდება. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენმა ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებს აიძულა, რომ ესეთ მარგინალურ ხაზში შევიდეს ესეთი საერთო ეროვნული მასშტაბის მაუწყებლობის მქონე ტელევიზია. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ, რომ თქვენ გახსნათ პლატფორმები თქვენს ტელევიზიაში, რათა ამ საკითხებზე იყოს ღია მსჯელობა და ჩვენი მხარე იყოს წარმოდგენილი სათანადოდ და ასე ცალმხრივად არ ხდებოდეს გაშუქება ამ პროცესების, იმიტომ რომ თქვენ სამწუხაროდ, ხართ დაკავებული რეალობის გადაკეთებით და არ გინდათ თვალი გაუსწოროთ იმ შედეგებს, რომელიც არჩევნებმა გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა “ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ დაბა აგარაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იმის გამო, რომ გუშინდელ არჩევნებზე კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ მობილიზებული”- სერგი კაპანაძე