არჩევნების დროს ან ციხეში იჯდება ან „ვივამედში“ და იქიდან დააკვირდება მის მიერ დაფუძნებული პარტიის მილევად პროცესს – მაჭარაშვილი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილმა ჯერ პასპორტი გადაშალოს და ჩახედოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა. სულ მცირე, იურისტი მაინც ხომ არის და უნდა იცოდეს, საქართველოში პოლიტიკაში მოსვლა ვის შეუძლია, რომელი ქვეყნის მოქალაქეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.

„მიხეილ სააკაშვილს საპატიო პირველი ადგილი საერთაშორისო სასამართლოდან გადასცეს და წაიკითხოს, სადაც წერია, რომ მან ხელისუფლებაში დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა. მას ამაში ნამდვილად ვერავინ შეეცილება და პირველი ადგილი აქვს. რაც შეეხება პოლიტიკას, ჯერ პასპორტი გადაშალოს და ჩახედოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა. სულ მცირე, იურისტი მაინც ხომ არის და უნდა იცოდეს, საქართველოში პოლიტიკაში მოსვლა ვის შეუძლია, რომელი ქვეყნის მოქალაქეს. მომავალში ის იქნება, რომ არჩევნების დროს ან ციხეში იჯდება ან „ვივამედში“ და იქიდან დააკვირდება მის მიერ დაფუძნებული პარტიის მილევად პროცესს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ჩვენი მხრიდან რადიკალური ოპოზიციისთვის თანამშრომლობის შეთავაზება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს
შემდეგი სტატიაზელენსკი – რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება სურს, რისთვისაც მომზადებული აქვს დესტაბილიზაციის გეგმა „მაიდანი 3“