არჩევნების დამთავრებას ელოდებოდნენ, ნადირობდნენ ანტივაქსერების ხმებზე – გოცირიძე პრეზიდენტის ბრიფინგზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს პანდემიასთან მიმართებაში შესაბამისი ზომების გატარება მხოლოდ მაშინ “გაახსენდა”, როცა 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მისი თქმით, სინამდვილეში ხელისუფლება არჩევნების დამთავრებას ელოდებოდა, რადგან ანტივაქსერების ხმებზე ნადირობდა.

“სინამდვილეში, ხელისუფლება ელოდებოდა არჩევნების დამთავრებას, ხელს უწყობდა ანტივაქსერული განწყობილებების შექმნას და ნადირობდა ანტივაქსერების ხმებზე, არ მოუწოდებდა ეკლესიას, რომ ჩართულიყო ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის კამპანიაში (ერთადერთი ქრისტიანული ეკლესია მსოფლიოში, რომელმაც პასიური პოზიცია დაიჭირა ამ საქმეში), თვალს ხუჭავდა რეგულაციების მასობრივ დარღვევებზე და თავად უწყობდა ამას ხელს. ახლა, რაც არჩევნებმა ჩაიარა, გადაწყვიტა რაღაც იღონოს. ამიტომ გამოიყვანეს სცენაზე მარიონეტი პრეზიდენტი, რომელსაც სინამდვილეში არც არაფრად აგდებენ და არც არაფერს ეკითხებიან.

უკვე დაგვიანებულია. მათ სინდისზეა ათასობით ადამიანის სიკვდილი. მილიარდობით ნასესხები ლარი გაიფლანგა და კვლავ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ვართ მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით”, – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიახოშტარია – ძალიან ვწუხვარ, რომ შიმშილობის გადაწყვეტილების მიღება მომიწია, ვიცი რამდენი ადამიანი შევაწუხე ამით