არჩევნები უნდა ჩატარდეს პოლიციის ყველაზე მინიმალური მონაწილეობით – ოპოზიცია შსს მინისტრის ბრძანებაზე

არჩევნები უნდა ჩატარდეს პოლიციის ყველაზე მინიმალური მონაწილეობით – ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით რეგიონებში საპოლიციო დანაყოფების შექმნის თაობაზე.
მათი აზრით, ხელისუფლებამ ძალოვანების გასააქტიურებლად დაიწყო აქტიურად საუბარი შესაძლო დესტაბილიზაციაზე თაობაზე.
„ბატონი კვირიკაშვილის განცხადება ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც მას აქვს ამბიცია იყოს პრემიერმინისტრი, დებს პირობას, რომ კორცხელის მოძალადეებს დასჯის და კორცხელის მოძალადეები გარეთ დადიან. ქართულ ოცნებას არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ამომრჩევლისთვის და ამიტომ მათ სურვილია, რომ დღე და ღამე საუბარი იყოს რაღაც არარსებულ დესტაბილიზაციაზე,“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
უმრავლესობაში კი პრემიერის განცხადებას შესაძლო არეულობასა და დაპირისპირებაზე ნაციონალური მოძრაობის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს იზიარებენ. პრემიერმა ოპონენტებს მემორანდუმის გაფორმებისკენაც მოუწოდა, რომელიც კონტრაქციებზე უარის თქმას გულისხმობს.
„თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ არჩევნები მშვიდ, თავისუფალ, სამართლიან რეჟიმში ჩატარდეს, ეს არის ხელისუფლება. მე იმედი, მაქვს რომ პოლიტიკური ძალები ამ მემორანდუმს არა მხოლოდ ხელს მოაწერენ, არამედ მის პრინციპებსაც დაიცავენ, რასაც მე რიგ შემთხვევებში ვერ ვხედავ,“-განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ემანუელის ზინგერის შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : დიახ, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოს არის ნატო-ს წევრობასთან