არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება

არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, შეთანხმებისთვის სივრცე არ არსებობს, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის ყოფილმა ვიცესპიკერმა, უმრავლესობის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„ეს ქუჩის პროცესები არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. მე არ მგონია, რომ ახლა ქვეყანაში არსებობს სივრცე, რათა ისევ შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები და პროპორციულზე გადავიდეთ. შერეულმა სისტემამ რაღაც წლები იმუშავა, მაგრამ უკვე აღარ მუშაობს. როდესაც პოლიტიკურ ძალას აქვს რაღაც მხარდაჭერა და ეს ამომრჩევლების ნახევარსაც კი არ შეადგენს, და ის იღებს 100-120 ადგილს, ამის შემდეგ ის ქვეყნის ბედს წყვეტს ისე, რომ მოსახლეობის ნახევარი არ მონაწილეობს ამაში. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა დგება კითხვის ქვეშ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების XX საიუბილეო ღონისძიებას 27 ნოემბერს გამართავს
შემდეგი სტატიაქციის დროს დაკავებული 36 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა