”არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალ პოლიტიკურ გარემოში და ამას აშშ–დან მიექცევა სათანადო ყურადღება”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნას ჯონ კერის შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ–ში მიმდინარე პროცესებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარშავის სამიტის წინ. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო და აშშ ვაღრმავებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას. ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას, უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანო საქართველოში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკოს აღორძინების, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ისიც გარკვეულწილად სიმბოლური, იყო აშშ–ს “დემოკრატიული პარტიის” წარმოამდგენელი საქართველოს “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელს შეხვდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ჯონ კერისთან შეთანხმდნენ, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები უნდა შედგეს თავისუფალ გარემოში.

„ვისაუბრეთ შიდა, როგორც საქართველოში, ისე აშშ–ში მიმდინარე პროცესებზე. ორივე ქვეყანაში სერიოზული პროცესებია. მე მას ამერიკაში ვუსურვე დემოკრატების წარმატებები, მან საქართველოში “რესპუბლიკელებს” გვისურვა წარმატება. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალ პოლიტიკურ გარემოში და ამას აშშ–დან მიექცევა სათანადო ყურადღება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი “ნაციონალურ მოძრაობასა” და “თავისუფალ დემოკრატებს” შეხვდა
შემდეგი სტატია“ჯონ კერიმ გვთხოვა ყველას, ფოკუსირებული არ ვიყოთ პირად საკითხებზე და გავაკეთოთ აქცენტი საქართველოს მომავალზე”