არჩევნები “საიაში” – თავმჯდომარის პოსტზე ნონა ქურდოვანიძეს თამარ ონიანი ჩაანაცვლებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციის გამგეობამ საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ორგანიზაციას სამი წლის მანძილზე ნონა ქურდოვანიძე ხელმძღვანელობდა, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

„თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი, ხოლო, 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი. 2025 წლიდან თამარ ონიანი ოქსფორდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. ამავდროულად, არის მოწვეული ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში.

banner
წინა სტატიაში“ვციტირებ პროკურორის სიტყვებს: “უბრალო საქმე იყო, რომ არ გეყვირათო” – გიგა ავალიანის დედა ყველა პირის დასასჯელად პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს
შემდეგი სტატიაგარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა