პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი სოფო ხორგუანი მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველ პარტიას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ნდობა დაკარგული აქვს, რადგან პარტნიორებისთვის მიცემულ პირობებს არასდროს ასრულებდა.
“ოცნება საუბრობს, ვინმეზე რომ ნდობა არ აქვს? თუ, ვინმეს არ აქვს ნდობა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ეს არის “ოცნება” და იმიტომ რომ მან არასდროს არ შესარულა ის სიტყვა, დაპირება, რომელსაც ის ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს აძლევდა. შესაბამისად, “ოცნებას” თავად არ აქვს ნდობა არავის თვალში. არჩევნები ჩვენ საქართველოში გადასარჩენი გვაქვს. როგორც ჩანს და ეს ასეც არის, რომ არჩვენები უნდა გადავარჩინოთ ხალხმა, რომლის ბოლომდე განადგურებასაც “ქართული ოცნება” ცდილობს”,- თქვა ხორგუანმა.
















