“არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში…ნუ გაიქაჩებიან” – პასუხი ოპოზიციას

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძემ შეკითხვას ოპოზიციის მოთხოვნის შესახებ იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

კობახიძე ისევ იმეორებს, რომ “ნაციონალური მოძრაობას” დესტაბილიზაციის უფლებას ხელისუფლება არ მისცემს.

“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ “ნაცმოძრაობას” წაგების შემდეგ ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა. თუმცა, გუშინ გამოჩნდა, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ პროცესებში დესტაბილიზაციის შექმნას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას.

ჰქონდა თუ არა ვინმეს დესტაბილიზაციის მცდელობა, ამას დააზუსტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამით დავინტერესდებით ჩვენც. ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. გვექნება კომუნიკაცია და თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან და მათთან ერთად გავერკვევით ყველაფერში.

ზოგადად, დესტაბილიზაციის საფრთხეს რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ აკეთებდნენ განცხადებებს სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი არჩევნებამდე. შესაბამისად, აქ არ იყო საუბარი ვარაუდებზე, ეს იყო მუქარა, რომელიც გვესმოდა სააკაშვილის, ვაშაძის, შკლიაროვის მხრიდან. ამას განხორციელების პერსპექტივა არ აქვს. ვართ პასუხისმგებლები სიტუაციის მართვაზე და ხელისუფლებას აქვს ყველა რესურსი, მართოს სათანადოდ პროცესები”,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემის შეცვლა – გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაკრიზისების დროს არჩევნები არ ტარდება და 400 ათასით არ იგება არჩევნები – კობა ნარჩემაშვილი ოპოზიციის ულტიმატუმზე