“არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების ფონზე, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი ამომრჩევლის აზრი და შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას” – თინა ბოკუჩავა

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, არჩვენბის მეორე ტურსი ოპოზიცური ძალისთვის ის ხმების რაოდენობა რაც მიიღეს უპრეცედენტოდ მაღალია, იმ ფონზე რა დარღვევებიც საარჩევნო უბნებზე იყო.

როგორც ბოკუჩამ აღნიშნა, დღეს 18:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია ამომრჩეველს შეხვდება და მათი მხარდამჭერების აზრს მოისმენს.

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მხარდამჭერების, ამომრჩევლების აზრი და შესაბამისად ამ ფორმატში გვინდა ერთობლივად შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა. ფაქტია, რომ არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების ფონზე, სადაც ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას და ზეწოლას. რა თქმა უნდა, ამ შედეგის აასე მიღება, იმის გარეშე, რომ არ გვქონდეს, არანაირი უკუგება ჩვენ ამომრჩეველთან და მხარდამჭერებთან არ არის მიზანშეწონილი. 900 000 ადამიანმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს ფულს მოსყიდვას დაშინებას და ამ კარუსელების დატრიალების მიუხედავად უპრეცედენტოდ მაღალია ეს რაოდენობა ოპოზიციური ძალისთვის საკუთარი არჩევანი” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე : მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ამ ეტაპზე არ ვიზიარებთ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დამთავრდა
შემდეგი სტატიაარჩევნების დროს „ოცნებამ“ გამოიყენა ყველა აკრძალული მეთოდი – ოპოზიცია აჭარაში გამოვლენილ დარღვევებსა და გაყალბების ფაქტებზე საუბრობს