არჩევნები აშშ-ში: დემოკრატებმა შუალედურ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ყველაზე დაძაბულ შუალედურ არჩევნებზე დემოკრატებმა, პირველად 2010 წლიდან, კონგრესში გაიმყარეს პოზიციები, რესპუბლიკელებმა კი – სენატში. გუბერნატორის არჩევნები 22 შტატში დემოკრატებმა მოიგეს, 25-ში კი – რესპუბლიკელებმა. ამავე დროს, ახლა დემოკრატების უმეტესობა მართავს აშშ-ს 175 მილიონ მოქალაქეს – “ბიბისი” წერს.

შუალედურ არჩევნებში ძალიან ბევრი კანდიდატი ქალი იყო, ამავე დროს, ბევრმა მათგანმა გამარჯვება შეძლო. პირველად აშშ-ს ისტორიაში, წარმომადგენლობით პალატაში მუსლიმი ქალები მოხვდნენ. ნიუ-იორკის შტატში 29 წლის ლათინოამერიკელი ალექსანდრია ოკასიო-კორტესის გამარჯვება სრული სენსაცია იყო, ის ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა კონგრესმენი ქალი იქნება. კონგრესში პირველად მოხვდა ორი ქალი, რომლებიც ინდიელთა ტომიდან არიან. გარდა ამისა, პირველად აირჩიეს გეი-გუბერნატორი კოლორადოში.

ელოდებოდნენ, რომ არჩევნები ე.წ. “ძლიერ ტალღად” გადაიქცეოდა, რომელიც მთელს აშშ-ს მოიცავდა და ტრადიციული რესპუბლიკელები დემოკრატებს მისცემდნენ ხმას. მაგრამ, ასე მოხდა მხოლოდ ვირჯინიაში.
რადგანაც დემოკრატებმა უმრავლესობა მიიღეს მხოლოდ წარმომადგენლობით პალატაში და არა სენატში, მათ საშუალება ექნებათ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივები დაბლოკონ, გარდა ამისა, დემოკრატებს შეეძლებათ პრეზიდენტთან დაკავშირებით გამოძიების ინიცირება, მისგან მოითხოვონ უკანასკნელი 40 წლის მანძილზე მიერ გადახდილი გადასახადების წარდგენა და ასევე, შეეძლებათ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება – თუმცა, ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საქალაქო სასამართლომ „საქნახშირის“ თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: უარესის საფრთხეს ვხედავთ