არჩევნები 2020 ხაზარაძე: არანაირად არ ვეთანხმებით ელჩების წინააღმდეგ კამპანიას

“არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში” – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“ეს აზიანებს არამარტო პროცესს, რომელიც მსხვრევადია, არამედ, აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს პოზიცია ძალიან მყარად დავაფიქსირეთ” – თქვა ხაზარაძემ.

ლელოს ლიდერის განცხადებითვე, “ის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ვებრძვით და გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გამოვტაცოთ მის ერთპარტიულ მმართველობას, არ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ მიწოდებებს წინ არ აღვუდგებით”.

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ლელო ყოველგვარ რევოლუციურ მოწოდებას ემიჯნება.

banner
წინა სტატიაშისულ მცირე, ადამიანური თანაგრძნობა უნდა გქონდეს – ნინო ლომჯარია წულუკიანზე
შემდეგი სტატიაზელიმხან ხანგოშვილის მოხსენიება ტერორისტად არის თანხვედრა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებებისა და პოზიციების – კანდელაკი