არჩევნები 2016 – კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

საქართველოში ხვალ 8 ოქტომბერს საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 7 საათზე გაიხსნება და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები ჩატარდება. კენჭისყრა 8 საათზე კენჭისყრის შენობაში დაიწყება.
კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

9 საათიდან 19 საათამდე მიმდინარეობს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

საუბნო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს იმ ამომრჩეველს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით კენჭისყრის დღეს მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა). შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს .

12 საათსა და 17 საათზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი შესაბამისი დროის მინიშნებით შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში

20 საათზე იკეტება კენჭისყრის შენობა. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის ფაქტზე: ეს არის ოკუპაციის გაგრძელება
შემდეგი სტატიამასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების საკითხზე განათლების მინისტრი განმარტებას აკეთებს