არჩევნები 12 ნოემბერს გაიმართება – ვლადიმერ ბოჟაძე

 

თბილისის შედეგების შეჯამება და მეორე ტურის დანიშვნა – 12 ნოემბერს მეორე ტური 6 ოლქში გაიმართება! – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” დირექტორი  ვლადიმერ ბოჟაძი.

ცესკო-ში სხდომა  რომლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები და მეორე ტურის ჩატარების თარიღი ამ წუთებშიც მიმდიარეობს.

სხდომას, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უძღვება, ესწრებიან საარჩევნო კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დამკვირვებლები.

სხდომის დაწყებისთანავე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბიბილაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით მოსაზრების დაფიქსირების სურვილი გამოთქვა, თუმცა თამარ ჟვანიას განმარტებით, ბიბილაშვილი სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება და მას სიტყვით გამოსვლის უფლება არ აქვს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:

1. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება;
2. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება;
3. განკარგულება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის მეორე ტურის დანიშვნის შესახებ;
4. დადგენილება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ;
5. დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე;
6. დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, ოთარ აბესაძის საქმის განხილვა გადაიდო
შემდეგი სტატიაპარლამენტში ნდობის ჯგუფი შეიქმნა