“არჩევნებამდე 10 თვით ადრე ქართული ოცნების რეიტინგი კატასტროფულად დაბალია” – გია ნოდია

„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი

მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილების მიზეზისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებებს აკეთებენ ექსპერტები.

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ განვითარებული მოვლენები მოახლოებული არჩევნების ფონზე, მმართველი კოალიციის დაბალ რეიტინგს უკავშირდება

“არჩევნებამდე 10 თვით ადრე ქართული ოცნების რეიტინგი კატასტროფულად დაბალია, მიუხედევად ბოლო ხანებში 3%-ანი მატებისა. ეს არ შეიძლება აკმაყოფილებდეს პოლიტიკურ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს, რაღაცა უნდა მოემოქმედათ და ყველაზე მარტივი და ცხადი გზაა პრემიერის შევლა,” – აცხადებს გია ნოდია.

ფინანსთა მინისტრის ეკონომიკის მინისტრის შესაძლო ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე. რომან გოცირიძისთვის ეს გადაადგილება მიუღებელია, რადგან მისი თქმით, ახლანდელი ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ურთიერთგამომრიცხავი აზრები აქვს.

“არაფერი იცვლება. ეს არის საარჩევნოდ გათვლილი გადაწყვეტილება, რომელსაც არც დიდი პოლიტიკური ეფექტი ექნება და არც ეკონომიკის კუთხით მოხდება რაიმე ცვლილება,” – განმარტა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის ბადეს მოყვა ღარიბაშვილი, ის დასაჯეს, თუ რატომ, ამას გეტყვით ხვალ,” – მამუკა კაციტაძე
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას მოითხოვს