არჩევანი თქვენზეა – ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა – ბოკუჩავა

ღალატის დამღით ივლით მთელი ცხოვრება! არჩევანი თქვენზეა – ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა – ასე მიმართა ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხომაზე უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებცი დღეს რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

“არასოდეს ყოფილა ასეთი მკაფიო ჩვენი არჩევანი. არ არსებობს იმაზე მძიმე განაჩენი, რომელიც შენს ხალხს გამოაქვს შენთვის. ღალატის დამღით ივლით მთელი დარჩენილი ცხოვრება, საქართველო მაინც გაიმარჯვებს და გაიმარჯვებენ ის ახალგაზრდები და გავიმარჯვებთ ჩვენ

ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ რომ შეგეძლოთ გამოსვლა და დადგომა იმ ახალგაზრდებთან გვერდით, რომელიც ყოვედღე იცავენ ქვეყნის ეროვნულ მომავალს, ამას საკუთარი თვალით დაინახავდით. ჩახედავდით ივანიშვილის სამარეს თავლებში. არჩევანი თქვენზეა – ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ – ბორელი
შემდეგი სტატიაძალიან გამიხარდება, თუ ვეტო-ს არ დაძლევთ – ხაბეიშვილი