არჩეული პრეზიდენტის სურვილია, ინაუგურაციამდე თბილისში, როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრის ლაშა ჟვანიას განცხადებით, თბილისის ნაწილში ინაუგურაციის დღეს არაფერი იცვლება. მისი თქმით, არჩეული პრეზიდენტის სურვილია როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება ინაუგურაციის დაწყებამდე.

„თბილისის ნაწილი როგორ შეიძლება გაუქმდეს. არჩეული პრეზიდენტის სურვილია, როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება, სანამ ინაუგურუცია დაიწყება”, – განაცხადა ჟვანიამ.

ინაუგურაციის ცერემონიალის რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, მათ შორის დეკორაციებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხომ არ მოხდება თამარ მეფის პერიოდთან დეკორაციების ნაწილში პარალელის გავლება, ფოცხიშვილმა განაცხადა, რომ “არა”.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კი, თელავში იქნება ფიცის დადების ცერემონიალი, ხოლო შემდგომ წინანდალში გაიმართება მიღება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – სამწუხაროა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ ისევ პასუხგაუცემელია
შემდეგი სტატიაომბუდსმენის აპარატი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორთან დაკავშირებულ საქმეს სწავლობს