არცერთი ფაქტი არ მეტყველებს იმაზე, რომ პუტინს ნამდვილად სურს მოლაპარაკება და გამოსავლის პოვნა – კულება

„რუსეთის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების მიუხედავად, არც ერთი ინდიკატორი არ მიუთითებს რუსეთის მზადყოფნაზე მოლაპარაკებისთვის,“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, არცერთი ფაქტი არ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს ნამდვილად სურს გამოსავლის პოვნა.

„რუსეთს რომ მოლაპარაკება სურდეს, ის არ ჩაატარებდა შეტევითი ოპერაციებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. პუტინს რომ მოლაპარაკება სურდეს არ შეეცდებოდა ჩვენს ტერიტორიებზე რუბლის მიმოქცევაში ჩაშვებას, არც გაამარტივებდა მოქალაქეობის მიღებას, არ დაბლოკავდა უკრაინის საზღვაო პორტებს, იმისთვის რომ შეაფერხოს სურსათის ექსპორტი. ეს არის ფაქტები“, – აცხადებს კულება.

ამ კონტექსტში, კულებამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ როდის შეიძლება შეხვდნენ რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტები.

„არაერთხელ ვცადეთ ამ შეხვედრის ორგანიზება, მაგრამ რუსეთისგან არანაირი პოზიტიური სიგნალი არ მიგვიღია იმის თაობაზე, რომ ისინი მზად არიან. პუტინი მზად არის ომისთვის და არა მოლაპარაკებისთვის, ამიტომ რთულია რაიმე ითქვას“, – განაცხადა კულებამ.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთმა მიზანმიმართულად წაახალისა პრეზიდენტი ზელენსკი, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში მტკიცე ყოფილიყო და შეთანხმებისთვის მიეღწია.

banner
წინა სტატიაშიჩემს თვალში მართლა გაიზრდებოდით და დაგაფასებდით თუ იტყოდით, რომ არასწორად გამოგივიდათ – ამ განცხადებამ ძალიან გააფუჭა უკრაინასთან ურთიერთობა – ელისაშვილი პრემიერს სანქციებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამატანიდან გქონდათ ჩართვა და ხევსურეთიდან, ომი გინდოდათ? ქაქუცას საძვალესთან რატო იყავით?-ხერხეულიძე ღარიბაშვილს