არცერთი ჩვენგანი არ ელოდებოდა, რომ უსაფრთხოების ძალები ოპოზიციურ პარტიაში რეიდს მოაწყობდა – ტვაინინგი

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი “ამერიკის ხმასთან” საუბარში ამბობს, რომ “მთავრობის უსაფრთხოების ძალების” მხრიდან ოპოზიციური პარტიის ოფისში რეიდს “არც ერთი ჩვენგანი” ელოდებოდა.

არცერთი ჩვენგანი არ ელოდებოდა იმას, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდა. ამასთან, თითოეული ჩვენგანი მოელის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფები კონსტრუქციულად იმუშავებენ.

ტვაინინგის განცხადებით, მალე IRI გამოაქვეყნებს ანგარიშს, სადაც რეკომენდაციები იქნება გაცემული. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველა მოქალაქეს წარმოადგენს და არა მხოლოდ მათ, ვინც მას ხმა მისცა.

ჩვენ ცოტა ხანში რეკომენდაციებით ანგარიშს გამოვაქვეყნებთ. თუმცა, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მთავრობა აკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს, მთავრობა მართავს ქვეყანას. ამის გამო, მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება ზრუნვით და სიდინჯით, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვით იმოქმედოს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთი სენატორი, ბობ მენენდესი “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით” იმედგაცრუებულია
შემდეგი სტატიაიუნკერებმა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს