არცერთ სტუმარს უკადრია, ასე ესაუბრა – თალაკვაძე როთის განცხადებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის სტატუსს ეხმიანება. თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა.

„მიხაელ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, არ იცნობ ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა. მართლმადიდებელ ეკლესიას წამება, დარბევა და კირით გათეთრებაც კი გადაუტანია, კრიტიკა რა მოსატანია?!“ – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე “ქართული ოცნების” სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია | მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია“ოცნება” საქართველოს კოშმარად აქცევს! სანქციები ახლავე! – პეტიცია EU-ს ლიდერებისთვის