არც ველოდებით, რომ რუსული ნარატივი ნატო-სთან ან საქართველოს მიმართ შეიცვლება – სესიაშვილი კარასინის მუქარაზე

„კარასინს აქვს კრემლის ნარატივი, ახალი არაფერი არ უთქვამს, არც ველოდებით უახლოეს მომავალში, რომ რუსული ნარატივი ნატო-სთან ან საქართველოს მიმართ შეიცვლება,“ – ამ განცხადებით, გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გრიგორი კარასინის მუქარას.

ირაკლი სესიაშვილი თქმით, რუსეთს მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ საქართველო იქნება ძლიერი მეზობელი.

„ახალი მას არაფერი არ უთქვამს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ დიახ, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, დიახ, რუსეთს მოუწევს თავის ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით და დიახ, მას ეყოლება მეზობელი სამხრეთით საქართველოს სახით, რომელიც იქნება სტაბილური, უსაფრთხო, რაც ცივილიზებულ სამყაროში, ვისაც უნდა და ნორმალურად გამგები არის, ეს რუსეთისთვის შედის მისივე ინტერესში, რომ სტაბილური, უსაფრთხო მეზობელი ჰყავდეს,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კარასიმა გუშინ, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართულ შეხვედრამდე გთქვა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ნატოში შესაძლო დაჩქარებული გაწევრიანების გამო.

banner
წინა სტატიაშიავარია თუშეთში – გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიახელისუფლება არის დამნაშავე, მან გაავრცელა ეს კადრები – ოპოზიცია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე