„არც უარვყოფ და არც ვადასტურებ“ – იბრძოლებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის

პრეზიდენტის სასახლეში დღეს პროექტის – „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც, გიორგი მარგველაშვილის მიწვევით, პოლიტიკოსები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაესწრნენ. ხომ არ იყო ეს ახალი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი, ამ კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემაში „რეაქცია“, ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, დაიწყო თუ არა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია იდეის – კონსტიტუციის გარშემო, რადგან დღევანდელი მასშტაბური შეხვედრა, ძალიან ჰგავდა წინასაარჩევნო კამპანიას, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არა, თუმცა, უაღრესად ემოციური მომენტი იყო, რაც პოლიტიკოსების ცხოვრებაში იშვიათია.

„წინასაარჩევნო კამპანიას შესაძლოა ჰგავდა იმიტომ, რომ ეს იყო უაღრესად ემოციური მომენტი. ასეთი ემოციური მომენტი პოლიტიკოსის ცხოვრებაში ცოტა არის ხოლმე. ეს არ არის საარჩევნო კამპანიის დასაწყისი, მაგრამ აღმაფრთოვანებელი მომენტია.

თუ დეტალებში შევალთ, საარჩევნო კამპანიას ისე რატომ დავიწყებ, თუ ამას „პიარულად“ პიკზე არ ავწევ და რაღაცას მივაბამ…

საარჩევნო კამპანიის დაწყებას თავისი დინამიკა აქვს, თავისი ლოგიკა აქვს და ამას არცერთი პოლიტიკოსი არ მიაბამს რაღაცას. საარჩევნო კამპანიას, თავისი პიკები აქვს.

გეთანხმები, ჰგავდა ემოციით, რადგან ჩვენ, ყველამ ერთად დავიწყეთ ერთი მიმართულებით მოძრაობა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„ძალიან მომწონს ეს ფრაზა, სულ მინდა ხოლმე გამოვიყენო და არ ვიცი, ხოლმე, რა ადგილას – არც უარვყოფ და არც ვადასტურებ. ახლა მიესადაგება“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

https://youtu.be/ViuSp_HzY0M

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტარებს საპასუხო წერილი გაუგზავნა
შემდეგი სტატიაუსაყვედურა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს