“არც ტრანსპორტი, არც გზა, არც კანალიზაცია, არც წყალი” – კაიროს ქუჩაზე ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

აქცია კაიროს ქუჩაზე – გზის გადაკეტვის და მოსახლეობის პროტესტის მიზეზი, წყლის მილების დაზიანება გახდა. კაიროს ქუჩის მცხოვრებლების მტკიცებით, ტერიტორიაზე რამდენიმე თვეა დაზიანებულია სასმელი წყლის მილები, რის გამოც ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის.

სასმელი წყლით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. მოსახლეობის ინფორმაციით, გამგეობა მათ პრობლემებს ვერ აგვარებს და პასუხისმგებლობას კერძო კომპანიას – წყალსადენს აკისრებს. კაიროს ქუჩაზე ამ წუთებში მოძრაობა აღდგენილია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

„არც ტრანსპორტი, არც გზა, არც კანალიზაცია, არც წყალი, 5-ჯერ 10-ჯერ მოიგეს, ფულები შეჭამეს, მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია.

გამოვედით და თუ ახლაც არ მიაქციეს ყურადღება, თუ ზეგაც არ დაიწყეს, მაზეგ ავტობუსებსაც ვკეტავთ, მთლიანად თბილისს დავკეტავთ,“-ამბობს ადგილობრივი.

banner
წინა სტატიაში„თბილსისი მიკროავტობუსის“ სპეციალური განცხადება – კომპანია სამარშრუტო ტაქსების შეფერხებით მუშაობის მიზეზს განმარტავს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველოს” წევრ ნინო იმედაშვილის მეუღლეს სასტიკად გაუსწორდნენ