არც შევარდნაძე არ აპირებდა დათმობას, არც სააკაშვილი

არც შევარდნაძე არ აპირებდა დათმობას, არც სააკაშვილი. მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა ვაფრთხილებდი ერთსაც და მეორესაც, რომ ეს ცუდად დამთავრდება-მეთქი,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა.

„არც შევარდნაძე არ აპირებდა დათმობას, არც სააკაშვილი. მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა ვაფრთხილებდი ერთსაც და მეორესაც, რომ ეს ცუდად დამთავრდება-მეთქი. წინა საღამოს შევარდნაძე მიმტკიცებდა, რომ არანაირი პრობლემა არ არის, გინდა ხუთი ათასი კაცი იყოს, გინდა მეტიო. ერთი დღის მერე, ზუსტად 24 საათში გამოაცხადა გადავდექიო. ასე იყო 2007 წელს, როცა მიშა ამბობდა, არაფერი არ ხდება და ოპოზიცია ხალხს ვერ შეკრებს, ან შეიკრიბებიან და დაიშლებიანო. 2 დღეში გადადგომა მოუწია.

ვისურვებდი ყველანაირი რყევების გარეშე, რევოლუციის გარეშე, ხელისუფლებამ იპოვოს თავის თავში ძალა იმისთვის, რომ ადეკვატურად შეაფასოს სიტუაცია.

რაკიღა ჩვენ, ოპოზიციურმა ლიდერებმა პირადი წყენების გვერდზე გადადება მოვახერხეთ, საზოგადოებასაც მინდა ვთხოვო – ჩვენ გვაქვს ერთი მოთხოვა, მოვიპოვოთ თავისუფალი არჩევნები“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს ამ დასასრულის უკვე მერამდენე და იმედია საბოლოო დასაწყისია
შემდეგი სტატიაოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილის თქმით წითელი ჯვარი მის მონახულებას ვერ ახერხებს