8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

“არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არ განვიხილავ!”- ირაკლი ნადირაძე

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებული, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე წერს:

„ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ისედაც იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ:

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე!

უსამართლოდ მოსჯილი 7 წლიდან ერთი უკვე გავიდა და დარჩენილ ექვს წელშიც, როგორც შემიძლია და შემეძლება ოთხ კედელში გამოკეტილ ადამიანს, ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის!

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! ძალა ერთობაშია! მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა. ჩემი, ჩემი ოჯახის და შვილების გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“.

banner
წინა სტატიაში“ბურჭულაძემ უნდა ახსნას, რატომ გამოიწვია მისმა ავანტიურამ “ოცნების” გაძლიერება”- შარაშიძე
შემდეგი სტატია“ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან”- დავით მათიკაშვილი