,,არც რუსეთის მონა მინდა ვიყო და არც რომელიმე სხვა ქვეყნის”

ქართული ოცნების წევრი, თამაზ მეჭიაური, რესპუბლიკური პარტიის წევრს, თამარ კორძაიას, პასუხობს. მისი თქმით, მას არ სურს არც რუსეთი და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მონობა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების.

ამის შესახებ მეჭიაურმა გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

“მე კორექტულობას არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ, როდესაც ისინი თვითონ გადადიან კორექტულობის ზღვარს, თუნდაც ძმები ბერძენიშვილები, მე კიდევაც ძალიან კორექტული ვარ მათ მიმართ იმასთან შედარებით, რასაც ისინი ამბობდნენ ჩემს მიმართ. რაც შეეხება რუსეთზე წისქვილზე წყლის დასხმას, არც რუსეთის მონა მინდა ვიყო და არც რომელიმე სხვა ქვეყნის, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების. ჩემთვის ამოსავალი არის ჩემი ქვეყნის ინტერესი, მისი ტერიტორიული მთლიანობა, მისი სარწმუნეობის, ტრადიციულის, ინტერესების დაცვა. დანარჩენი, რომელიმე კავშირში შესვლა თუ რომელიმე სამხედრო ბლოკში შესვლა, არის ჩემთვის საშუალება აი, იმ მიზნის მისაღწევად, რომელზეც მე გითხარით,“ – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში,,ფაქტობრივად, 9 კაცი მართავდა პარლამენტს” – მეჭიაური ,,რესპუბლიკელებზე”
შემდეგი სტატია(+video) “ცილისწამება”, “მატყუარა” – თამარ კორძაიამ და თამაზ მეჭიაურმა გადაცემა არჩევანში იკამათეს