15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

არც ქოცობა, არც ნაცობა არ იკურნება, ერთი და იგივე ვირუსია – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და ერთ-ერთი იდეოლოგი იყო, წერს, რომ არც ქოცობა იკურნება და არც ნაცობა:

“განსხვავებული აზრის, განსხვავებული არჩევანის მიუღებლობით განპირობებული აგრესია, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ძირითად, ხელისუფლების მიმართ მიუღებლობის საკითხში პარტნიორების, მათ შორის, პოლიტპატიმრების მიმართ, მათი კატეგორიულად “ქოცებად მოხსენიება”, უკვე არაფერში წერია.

ამბობენ – “ქოცობა არ იკურნებაო”…

ამის შემხედვარე შემიძლია გითხრათ, რომ არც – “ნაცობა იკურნება”

ერთი და იგივე ვირუსია – უბრალოდ ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა”, – წერს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაგარეოდან NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, პარლამენტიდან კი მისი ცოლი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაერთადერთი, რაც საპატიმროში მაწუხებს, ურთიერთთავდასხმებია – გიორგი ვაშაძე