არც პრეზიდენტს და არც პრემიერს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი განკარგვადი სახსრები, რომლის გაწევაც ბიუჯეტიდან პროგნოზირებულ ფულად შეიძლება

არც პრეზიდენტს და არც პრემიერ-მინისტრს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი განკარგვადი სახსრები, რომლის გაწევაც ბიუჯეტიდან პროგნოზირებულ ფულად შეიძლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხზე განაცხადა.

„თუ არაპროგნოზირებადი რამ ხდება და ამ შემთხვევაში საჭიროა გადანახული ფული, ეს უნდა იყოს მხოლოდ მთავრობაში და მხოლოდ ამ მიზნით დასახარჯი. თუ არ მოხდა სტიქიური უბედურება, ეს ფული უნდა დაბრუნდეს უკან. ფონდები, განსაკუთრებით სამთავრობო ფონდი, იყო წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის განკუთვნილი. მსგავსი ფონდები არ სჭირდება ქვეყანას. არ მიგვაჩნია არგუმენტი, რომ რაღაც ინსტიტუტი შეიძლება დაკნინდეს, მაგრამ ასეთი ეჭვები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუკი არ გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესამცირებლადაც და მის კალაპოტში მოსაქცევადაც“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ამასთან, ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე მცირდება, ხოლო ადმინისტრაციის დაფინანსება – 9,8 მილიონი ლარიდან 6 მილიონ ლარამდე.

banner
წინა სტატიაშიინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება?!
შემდეგი სტატია,,თუ სალომე ზურაბიშვილი ხარჯების შემცირებას გადაწყვეტს, ბიუჯეტთან ადეკვატური დამოკიდებულება იქნება”